← მთავარი
ანგარიშის წაშლა
ანგარიშის წაშლა შეგიძლია ორი გზით: აპლიკაციიდან ან ამ გვერდიდან მოთხოვნის გაგზავნით. წაშლა საბოლოოა — ეს არ არის ანგარიშის დროებით გათიშვა.

წაშლილი მონაცემები არ აღდგება
მთელი პროგრესი, ქულები, ვარსკვლავები, უწყვეტი სერია, შეცდომების ბანკი და მიღწევები სამუდამოდ იშლება. რიტმის კოდი უქმდება და ხელახლა არასოდეს გამოიყენება. თუ ხელახლა დარეგისტრირდები, ყველაფერი ნულიდან დაიწყება.
ვებგვერდიდან
მოთხოვნა ამ გვერდიდან
თუ აპლიკაცია წაშლილი გაქვს ან მასზე წვდომა აღარ გაქვს, შეავსე ეს ფორმა. მოთხოვნას დავამუშავებთ 5 სამუშაო დღეში და დასადასტურებლად მოგწერთ იმ ელფოსტაზე, რომელიც ანგარიშზეა მიბმული.
აპლიკაციიდან
უფრო სწრაფი გზა
წაშლა მყისვე იწყება და ელფოსტით დადასტურებას არ საჭიროებს.
1პროფილი — ქვედა ზოლში
2პარამეტრები — კბილანის ხატულა ზედა მარჯვნივ
3ანგარიშის წაშლა — ბოლო პუნქტი, შემდეგ დაადასტურე


რა იშლება და რა რჩება

— პროფილი
— სახელი, გვარი და ასაკი
— რიტმის 8-ციფრიანი კოდი
— ყველა პასუხი, ესე და ღია ნაწერი
— პროგრესი, ქულები, ვარსკვლავები და სერია
— შეცდომების ბანკი და მიღწევები
— შეტყობინებების ტოკენი და მოწყობილობის იდენტიფიკატორი

— შესვლის ანგარიში (Google ან Apple) — ის რითმოსის ანგარიშიც შეიძლება იყოს, ამიტომ რიტმი მას არ შლის
— საბუღალტრო და გადახდის ჩანაწერები, რომელთა შენახვაც საგადასახადო კანონმდებლობით გვევალება
— ტექნიკური ჟურნალები, არაუმეტეს 12 თვისა
— ანონიმური სტატისტიკა, რომელიც შენს ვინაობას აღარ უკავშირდება
— წაშლის ჩანაწერი — 30 დღე
— ამ გვერდიდან გაგზავნილი მოთხოვნა — 60 დღე
ეს ჩანაწერები არ შეიცავს შენს ნაწერებს ან სასწავლო პროგრესს.
როგორ მიმდინარეობს
მოთხოვნის მიღებაანგარიში მყისვე იბლოკება. გამოწერით სარგებლობა აღარ შეგიძლია.
30 დღიანი მოსაფიქრებელი ვადაამ პერიოდში შეგიძლია გადაიფიქრო — უბრალოდ მოგვწერე იმავე ელფოსტიდან და ანგარიშს აღვადგენთ სრულად. ან შედი ანგარიშში და აირჩიე ანგარიშის დატოვება.
საბოლოო წაშლა30 დღის შემდეგ მონაცემები სამუდამოდ იშლება სერვერებიდან და აღდგენა შეუძლებელია.

აქტიური გამოწერა გაქვს?
ჯერ გააუქმე გამოწერა, შემდეგ წაშალე ანგარიში. ანგარიშის წაშლა ავტომატურად არ აუქმებს App Store-ის გამოწერას — ის ცალკე უნდა გააუქმო iPhone-ის პარამეტრებში. ვებგვერდზე გააქტიურებული გამოწერა უქმდება პრემიუმის გააქტიურების გვერდზე, იმავე რიტმის კოდით. გადახდილი, თუმცა გამოუყენებელი პერიოდი არ ანაზღაურდება.
დამატებითი ინფორმაცია
როგორ ვამუშავებთ და რამდენ ხანს ვინახავთ მონაცემებს, აღწერილია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში. კითხვების შემთხვევაში მოგვწერე mail@rythmos.ge.
