← მთავარი

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ძალაშია 20.09.2026-დან ვერსია 1.0

ეს დოკუმენტი განმარტავს, რომელ პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ აპლიკაცია „რიტმის“ და ვებგვერდის გამოყენებისას, რა მიზნით ვამუშავებთ მათ და რა უფლებები გაქვთ. პოლიტიკა შედგენილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მონაცემთა დამმუშავებელი ინდივიდუალური მეწარმე ნიკოლოზ კილასონია საიდენტიფიკაციო ნომერი: 60001079455
მისამართი: საქართველო, ქუთაისი, სარაჯიშვილის ქუჩა 4ა, ბინა 16
ელფოსტა: mail@rythmos.ge
1

რა მონაცემებს ვაგროვებთ

ვაგროვებთ მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლებიც სერვისის მუშაობისთვისაა საჭირო.

ანგარიშის მონაცემები ელფოსტა (მიიღება Google-ისგან ან Apple-ისგან ავტორიზაციისას), სახელი და გვარი, ასაკი, ანგარიშის 8-ციფრიანი რიტმის კოდი.
სასწავლო მონაცემები არჩეული საგნები და ტემპი, პასუხები დავალებებზე, დაწერილი ღია პასუხები და ესეები, პროგრესი, ქულები, ვარსკვლავები, უწყვეტი სერია, შეცდომების ბანკი და მიღწევები.
ტექნიკური მონაცემები მოწყობილობის იდენტიფიკატორი, შეტყობინებების ტოკენი, აპლიკაციის ვერსია, ოპერაციული სისტემა, ავარიული გათიშვების ანგარიშები და გამოყენების ანონიმური სტატისტიკა.
გამოწერის მონაცემები ტარიფი, გააქტიურებისა და ვადის გასვლის თარიღი, შეძენის არხი. ბარათის ნომერს ან სხვა საგადახდო რეკვიზიტს არ ვაგროვებთ და არ ვინახავთ.
2

რა მიზნით და რა საფუძვლით

ანგარიშის შექმნა და სერვისის მიწოდება. საფუძველი — თქვენთან დადებული ხელშეკრულების შესრულება. პროგრესის შენახვა და მოწყობილობებს შორის სინქრონიზაცია. საფუძველი — ხელშეკრულების შესრულება. ნაწერების შეფასება და უკუკავშირის მიწოდება. საფუძველი — ხელშეკრულების შესრულება. გამოწერის აღრიცხვა და ლიმიტების კონტროლი. საფუძველი — ხელშეკრულების შესრულება. შეტყობინებების გაგზავნა. საფუძველი — თქვენი თანხმობა, რომელსაც ნებისმიერ დროს გააუქმებთ პარამეტრებში. ხარვეზების აღმოჩენა და პროდუქტის გაუმჯობესება. საფუძველი — ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი სერვისის მდგრადობასა და ხარისხში. საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვა. საფუძველი — კანონით დაკისრებული ვალდებულება.
3

ვის ვუზიარებთ მონაცემებს

მონაცემებს არ ვყიდით და არ ვაწვდით მესამე პირებს სარეკლამო მიზნით. ვთანამშრომლობთ მხოლოდ იმ მომსახურების მიმწოდებლებთან, რომლებიც აუცილებელია სერვისის მუშაობისთვის:

Google (Firebase, Google Cloud) — ავტორიზაცია, მონაცემთა ბაზა, ფაილების საცავი, სერვერული ფუნქციები, შეტყობინებები, ანალიტიკა და ავარიული გათიშვების აღრიცხვა. Apple — iOS-ზე გამოწერის დამუშავება და გადახდის დადასტურება. Flitt — ვებგვერდზე განხორციელებული გადახდის დამუშავება. ბარათის მონაცემები მუშავდება პროვაიდერის მხარეს. უფლებამოსილი ორგანოები — კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
4

მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა

სერვისი დაფუძნებულია Google-ის ღრუბლოვან ინფრასტრუქტურაზე, რომლის სერვერებიც შესაძლოა განთავსებული იყოს საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში. მონაცემთა გადაცემა ხორციელდება მომსახურების მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულებისა და კანონმდებლობით დადგენილი გარანტიების საფუძველზე.

5

შენახვის ვადები

ანგარიშისა და სასწავლო მონაცემები — ინახება ანგარიშის აქტიურობის განმავლობაში და იშლება ანგარიშის წაშლიდან 30 დღეში. საბუღალტრო ჩანაწერები — ინახება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადით, ანგარიშის წაშლის შემდეგაც. ტექნიკური ჟურნალები — არაუმეტეს 12 თვისა. ანონიმური სტატისტიკა — შესაძლოა შენარჩუნდეს უვადოდ, რადგან იგი კონკრეტულ პირს აღარ უკავშირდება.
6

თქვენი უფლებები

კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ გაქვთ უფლება:

— მიიღოთ ინფორმაცია, მუშავდება თუ არა თქვენი მონაცემები, და გაეცნოთ მათ; — მოითხოვოთ არასწორი ან არასრული მონაცემების გასწორება ან განახლება; — მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან დამუშავების შეწყვეტა; — მოითხოვოთ დამუშავების შეზღუდვა ან განაცხადოთ მის წინააღმდეგ; — მიიღოთ თქვენი მონაცემები სტრუქტურირებული, მანქანურად წაკითხვადი ფორმით; — ნებისმიერ დროს გააუქმოთ თანხმობა, თუ დამუშავება მასზეა დაფუძნებული.

მოთხოვნის წარსადგენად მოგვწერეთ მისამართზე mail@rythmos.ge. პასუხს გაგცემთ კანონით დადგენილ ვადაში, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. თუ მოთხოვნა რთულია, ვადა შესაძლოა გაგრძელდეს, რის შესახებაც წინასწარ შეგატყობინებთ. მომსახურება უფასოა.

7

არასრულწლოვნების მონაცემები

სერვისი განკუთვნილია 13 წლისა და უფროსი ასაკის მომხმარებლისთვის. არასრულწლოვნის მონაცემებს ვამუშავებთ მხოლოდ სასწავლო პროცესისთვის საჭირო მოცულობით და არ ვიყენებთ პროფილირებისა თუ სარეკლამო მიზნით.

მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია მოგვმართოს ბავშვის მონაცემებზე წვდომის, მათი გასწორების ან წაშლის მოთხოვნით.

8

უსაფრთხოება

მონაცემები გადაიცემა დაშიფრული არხით და ინახება წვდომის კონტროლის ქვეშ. სერვერულ რესურსებზე წვდომა აქვს მხოლოდ იმ პირს, ვისაც ეს სამუშაოსთვის სჭირდება. მიუხედავად მიღებული ზომებისა, ინტერნეტით მონაცემთა გადაცემა აბსოლუტურად უსაფრთხო ვერ იქნება.

მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში ვიმოქმედებთ კანონმდებლობით დადგენილი წესით და, საჭიროებისას, შეგატყობინებთ.

9

ქუქიები ვებგვერდზე

ვებგვერდი იყენებს მხოლოდ იმ ტექნიკურ ფაილებს, რომლებიც აუცილებელია გვერდის მუშაობისა და გადახდის პროცესის უსაფრთხოებისთვის. სარეკლამო ან თვალთვალის ქუქიებს არ ვიყენებთ.

10

პოლიტიკის ცვლილება

პოლიტიკა შესაძლოა განახლდეს. არსებითი ცვლილების შესახებ შეგატყობინებთ აპლიკაციაში ან ელფოსტით. დოკუმენტის ზედა ნაწილში ყოველთვის მითითებულია მოქმედი რედაქციის თარიღი.

11

საჩივრის უფლება

თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი მონაცემები კანონის დარღვევით მუშავდება, უფლება გაქვთ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს. მადლობელი ვიქნებით, თუ ჯერ ჩვენ მოგვმართავთ — შევეცდებით საკითხი სწრაფად მოვაგვაროთ.

კითხვები მონაცემებზე მოგვწერეთ mail@rythmos.ge, ან პირდაპირ გადადით ანგარიშის წაშლის გვერდზე.