დახმარება
რით დაგეხმაროთ?
ყველაზე ხშირი კითხვები ანგარიშზე, გამოწერასა და ტექნიკურ საკითხებზე. თუ პასუხი ვერ იპოვე, მოგვწერე.


ანგარიში
დავკარგე წვდომა ანგარიშზე
შედი იმავე Google-ის ან Apple-ის ანგარიშით, რომლითაც დარეგისტრირდი. მთელი პროგრესი, ქულები და კოდი ანგარიშს მიჰყვება, ამიტომ ახალ ტელეფონზეც აღდგება.ორი ანგარიში შემექმნა
ეს ხდება, თუ Apple-ით შესვლისას „Hide My Email“ აირჩიე. შეადარე პროფილში ნაჩვენები კოდები და გამოიყენე ის ანგარიში, სადაც პროგრესი გაქვს.შემიძლია კოდის შეცვლა?
არა. რიტმის კოდი ერთხელ გენერირდება ანგარიშის შექმნისას და უცვლელი რჩება. ანგარიშის წაშლისას კოდი უქმდება და აღარასოდეს გამოიყენება.როგორ წავშალო ანგარიში?
აპლიკაციაში, პარამეტრებიდან, ან ამ საიტიდან მოთხოვნის გაგზავნით. იხილე ინსტრუქცია
გამოწერა და გადახდა
გადავიხადე, პრემიუმი არ ჩანს
დაელოდე ერთ წუთს — აპლიკაცია ცვლილებას თავად ამჩნევს. თუ არ დაეხმარა, დარწმუნდი, რომ ინტერნეტთან ხარ და სწორი კოდი შეიყვანე. შემდეგ მოგვწერე გადახდის დროსა და კოდს.სად ვმართავ გამოწერას
იქ, სადაც შეიძინე. App Store-ის გამოწერა იმართება iPhone-ის პარამეტრებში, საიტზე გააქტიურებული — გააქტიურების გვერდზე.რამდენი AI-შემოწმება მაქვს
პრემიუმზე დღეში 3 შემოწმება. ლიმიტი განახლდება 09:00-ზე, თბილისის დროით.თანხის დაბრუნება
App Store-ში შეძენილზე მოთხოვნა Apple-თან იგზავნება. საიტზე გადახდილზე დაგვიკავშირდი — განვიხილავთ წესებისა და პირობების მიხედვით.
ტექნიკური
რომელ ტელეფონებზე მუშაობს
iOS 17 და ზემოთ, Android 8 და ზემოთ. პლანშეტებისთვის მორგებული განლაგება პირველ ვერსიაში არ არის.ოფლაინში დავწერე პასუხი
პასუხი რიგში დგება და ინტერნეტთან დაკავშირებისას ავტომატურად ფასდება. შედეგის მზადყოფნისას შეტყობინებას მიიღებ.შეფასება უსამართლოდ მიმაჩნია
უკუკავშირის ეკრანზე მონიშნე შესაბამისი ღილაკი. ასეთი შემთხვევები გროვდება და გამოიყენება შეფასების გასაუმჯობესებლად.კითხვაში შეცდომა შევნიშნე
მოგვწერე საგანი, ერთეული და კითხვის ტექსტი. მასალას ვამოწმებთ და შესწორებას მომდევნო განახლებაში ვრთავთ.
